ცესკო-მ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

დედაქალაქის პროპორციული შედეგები, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მერობის კანდიდატების შედეგები ასეთია:

კახა კალაძე – 71.61% (215 083 ხმა), ნინო ლაცაბიძე – 91.97% (31 276 ხმა), დავით ერემეიშვილი – 85.68% (37 779 ხმა), ბექა ვაჭარაძე – 100% (14 545 ხმა), გიორგი ცინცაძე – 80.63% (42 876 ხმა).

ამასთან, როგორც ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა აღნიშნა, უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის, 3 061 უბნის შედეგი.