საქართველოს ომში ჩათრევა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია უკრაინაში დასავლეთისთვის მარცხიანი ომის ფონზე - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას:

"რას უკავშირდება ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებების გააქტიურება და რამდენად რეალისტურია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ მყარ პოზიციას გადახედოს, ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, მას წინ ვერაფერი დაუდგება და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია"?

„გარედან ცდილობდნენ, სააკაშვილის გარდა კიდევ ვიღაც გამოეძებნათ აქ ამრევი. ხომ გახსოვთ FARA-ს დოკუმენტები რომ გამოაქვეყნეს, სააკაშვილს როგორ ლობირებდნენ, გიული ალასანია როგორ იხდიდა მილიონებს, რომ გაზეთებში რაღაც დაბეჭდილიყო და ა.შ? ეს იყო სააკაშვილის გვერდზე გაწევის პროცესი, მაგრამ დესტაბილიზაციის მომწყობი და წყლის ამმღვრევი სხვა სპეციალისტი ვეღარავინ ვერ გამოიძებნა და ახლა აქცენტი ისევ მასზე კეთდება. ჯანაშია არ გამოვიდა და არ თქვა, რევოლუციისთვის სააკაშვილია საჭირო გარეთო? იმან რაც მოისმინა და ყურში რაც ჩასძახეს, გამოვიდა და თქვა უბრალოდ, მეტი არაფერი. საქართველომ გააკეთა ის, რომ არ დაემორჩილა გარედან შეკვეთას, ომი გაეჩაღებინა რუსეთთან, ომზე უარის თქმა კი არის დასჯადი და ამას ისინი არ მოეშვებიან. ამიტომ საჭიროა ან დესტაბილიზაცია, ან ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოყვანა, რომელიც ამ ომს გააჩაღებს, რადგან საქართველოს ომში ჩათრევა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია უკრაინაში დასავლეთისთვის მარცხიანი ომის ფონზე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.