საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
"გვარამიოიდების გასაგონად:
მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს "სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც.
მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი? " - წერს ირმა ზავრადაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს