პოლიტიკაში ხელმოცარულებისა და უსამშობლოების გაერთიანების გვირგვინი ჩვენი ქალბატონი, სალომე იქნება, რომელმაც გვირაბი ამათთან გათხარა, - - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
„გლობალურ პირებს, ვინც სიტუაციის არევას და საქართველოს ცალ ფეხზე დაყენებას ცდილობს, „ნაცმოძრაობის" დახმარებით რევოლუციის მოწყობის უამრავი მცდელობა ჰქონდათ. ეს არ გამოუვიდათ და ყველა მცდელობა ჩაუვარდათ. ახლა აქცენტს ახალ გაერთიანებაზე აკეთებენ. პოლიტიკაში ხელმოცარულებისა და უსამშობლოების მეტი რა გვყავს. აქ მოიაზრება უთავმოყვარეო მელია - კაცი, რომელიც თანამდებობიდან „ხაბემ“ ჩამოაგდო. ამას შეუერთდება „ნაცმოძრაობის“ ყოფილი დირიჟორი ბატონო გვარამია. შეუერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი თაღლითები „ლელო", ხოლო გვირგვინი ჩვენი ქალბატონი სალომე იქნება - რომელმაც გვირაბი ამათთან გათხარა.
ე.წ. მესამე ძალა სავარაუდოდ, ბარიერს გადალახავს და პარლამენტში ორი ფრონტით იქნებიან წარმოდგენილი - ეს არის მათი იდეა და გეგმა, თუმცა მე ქართველი ხალხის მჯერა. როგორც მანამდე გაშიფრეს ამ ხელმოცარულების იდეა და ამოცანა, რომლის მიზანიც ქვეყნის ომსა და ქაოსში შეყვანა იყო, მომავალ არჩევნებშიც ამ უსამშობლოებს შესაბამის მისაგებელს მიაგებენ“, - განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.