„ხაბე“ არის მკაცრი - 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! - ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილზე არაფერს იტყვის, რადგან იმას რაც სჭირს, ისიც ეყოფა.
„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა? 4-მდე მისცა ვადა, „ხაბე“ არის მკაცრი, დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს. ის კაცი შევარცხვინე, „ხაბე“ რომ ჩამოგაგდებს პარტიიდან და მეორედ შევარცხვინე კიდევ, ისევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები - გაგდებენ, პანჩურს გირტყამენ ხან პირდაპირ ეთერში, ხან ეთერს მიღმა და მაინც ებღაუჭები. ჩემს „ხაბეზე“ არაფერს ვიტყვი, იმას რაც სჭირს, ისიც ეყოფა”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.