2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიაში, "ნაციონალურ მოძრაობა", "ლელო" და "ახლები" აცხადებენ რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ.
"მე მაინტერესებს, ნაცებს მოგმართავთ - დეკლარაციას რატომ არ ავსებთ, ფული ხომ აიღეთ ბიუჯეტიდან, პარტიული დაფინანსება. არ გინდათ ხომ გამოჩნდეს თქვენი ბრუნვები, ვინ, როგორ ჩაგირიცხათ თქვენმა პატრონებმა. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. "ლელომაც" და"ნაცებმაც" ფული აიღეს. მე მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა - თქვენ გიყენებენ. რამდენიმე თვეში დაიწყება მოძრაობები თუ როგორ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. იმასაც გეტყვით, ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებენ მონაწილეობას,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს: "ნაცმოძრაობის" წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე - ჩვენ არ ვართ არანაირი პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით