ბატონი ვაშაძე საკითხში ვერ ერკვევა. მას არ ადარდებს და არც აზრზე არ არის. თვითონ არ იყო მინისტრის მოადგილე „ნაცების“ დროს, როცა 120%-იანი სესხი იყო, მაშინ რატომ არ დაინტერესდა პენსიონერების თემით? მაშინ თბილ კაბინეტში იჯდა ხომ?, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებებს.
„ჩვენმა მოწვევის პარლამენტმა და კომისიამ, „ლიბერთი ბანკთან“, ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეძლო, რომ ახალი პირობები გამოგვეცხადებინა“, - აღნიშნა ზარქუამ.
150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, ლიბერთი ბანკის დირექტორსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.