გიორგი გახარიას საცოდაობას ვუყურეთ, როგორ იყო აჭრილი თავის პასუხებში, ხან რა თქვა, ხან რა, გუნდს გაუგებარი მიზეზით უღალატა, თუმცა უკვე გასაგები მიზეზით, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჯერ გვარწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო. მთელი ღამე ამაში გვარწმუნებდა. ჩემს კითხვაზე შეურაცხმყოფლად მიპასუხა, რა გააჭირვე საქმე, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთო. მეორე დილით, თანამდებობიდან გადადგა. რაღაც სიგიჟეებს ჰყვებოდა. თურმე, პოლიტსაბჭო ვერ შედგა. მისივე მოთხოვნილ თემაზე გაფართოებული პოლიტსაბჭოდან მხარდაჭერა მიიღო, რომ მელიასთვის მანდატი მოგვეხსნა. ვერ და არ გააკეთა, რადგან მხდალია. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე, ელჩთან კომუნიკაცია ჰქონდა და არ ვიცი, იქ დააშინეს თუ რა უქნეს. შემდეგ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მგონია, რომ მისი მხრიდან მხდალი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დეპუტატის თქმით:  "ჩვენდა სამწუხაროდ, საელჩოებიდან იყო ჩართული, ისევე, როგორც მთელი ამ უსამშობლოთა გაერთიანება, რაც მოძრაობს და რასაც ჩადიოდნენ წახალისებული საელჩოების მხრიდან. მანამდე, აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის ელჩი, ქალბატონი დეგნანი. როგორც გაირკვა, კი ერიდებოდა და ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მას მოუწია ამის აღიარება, რომ გადადგომამდე ამერიკის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. რაზე ვილაპარაკეთ, არ მახსოვსო"