„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით,  დავით კეზერაშვილი რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოსი და დამფინანსებელი, ეს სირცხვილია, რადგან ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული.

„იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. მასთან რომ ჩადიან მოსალაპარაკებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან უნდა მიიღონ ინსტრუქციები, რა და როგორ გააკეთონ და იმოქმედონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.