"ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა✊

ცეცხლი ოლიგარქიას!"

ამის შესახებ პარტია "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი განმარტებით, პოლიციამ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი პირი დააკავა.

„ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი – ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!

მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ: ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.