პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ძიუდოისტს, ლაშა ბექაურს ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება მიულოცა.
ირაკლი კობახიძე ლაშა ბექაურს ვიდეო ზარის საშუალებით დაეკონტაქტა.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.