ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველამ დაინახა, რომ არავითარი განახლების რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ისევ ეს ძველი, დრომოჭმული სახეები, მათ შორის, დანაშაულში გასვრილი ადამიანები, სისხლში გასვრილი ადამიანები - ეს არის ოპოზიციის სიები. მათ შორისაა სააკაშვილი, გვარამია და სხვები, დრომოჭმული, სისხლიან საქმეებში გასვრილი ადამიანები,“- განაცხადა პრემიერმა.