საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზით შევიდა. თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში იყო.
"ეს შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად" - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.