საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.