უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით.
„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









