კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და გამოაცხადებენ თუ არა ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული.
„რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლდო კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.