სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ კონკრეტული ამოცანები.

„როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით. კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით. სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.