საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. გავეცანით ვითარებას. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.