საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთში, ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.