საქართველოში წარმატებული რეფორმები ხორციელდება, ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას, ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მისალმება პრიორიტეტების შესახებ გეგმას, რომელიც განხილული იქნა ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს გულისხმობს.
„საკვანძო რეფორმების განხორციელებით, საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებული რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში. ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში, მივესალმებით პრიორიტეტების შესახებ გეგმას, რომელიც განსაზღვრული, განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს გულისხმობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.