საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
„ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევები და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზები მდგრადი მომავლისთვის. საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად“, – წერს პრემიერი.
I was privileged to participate in #COP29 in Baku 🇦🇿 a meaningful milestone for the South Caucasus region. Together with partners, we addressed climate change challenges and explored effective solutions for a sustainable future. 🇬🇪 remains devoted to overcome the climate crisis… pic.twitter.com/Inz17ceLzL
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 12, 2024