საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
ღნიშნა, ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის მომავალთან დაკავშირებული შეთავაზებები.
„როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სამომავლო განვითარებას, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფერს ჩვენ თავს მოვუყრით საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება არის პრიორიტეტი.
როგორი კარგი ეკონომიკური პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს, როგორი ზრდაც არ უნდა გქონდეს ეკონომიკურად და ა.შ. თუ პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა. როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ შეკრებაზე - არ შეიძლება მუდმივად ვიაროთ დანაღმულ ველზე, არ შეიძლება უბრალოდ და დღემდე გვაქვს ასეთი ვითარება. ამიტომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი დაბრკოლებები გვექნება ჩვენ განვითარების გზაზე. ამიტომ ეკონომიკა და „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაც პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული,“- აღნიშნა პრემიერმა.