პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში "ოცნების" დეპუტატების ნაწილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი მეგობრები სცემეს. 

"მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ, ასეთი პროცესები წავიდეს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წვერებს თავშეკავებისკენ, რთულია ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა რთულია".  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია იყო.ფიზიკური დაპირისპირება პრალმენტის  დერეფანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრიბუნასთან კომენტარზე მდგომ ირაკლი კობახიძეს "რუსის ჯაშუშის" შეძახილით, ოპოზიციამ, კონკრეტულად კი ენმ-ის დეპუტატმა, ანი წითლიძემ ბრიფინგი შეაწყვეტინა. რასაც "ოცნების" დეპუტატების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.