ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრეს-სპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

„რაზეა საუბარი, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, ევროპული ბიუროკრატიის სახე და პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე. ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები. თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგი არის არა ის, რომ ევროპული ბიუროკრატიის ასეთი ნაბიჯები არის წარმატებული, არამედ შედეგი არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად ძლიერდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, კიდევ უფრო მეტად მობილიზებულია ქართველი ხალხი ჩვენს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევის წინააღმდეგ. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ქართულ დემოკრატიას წარმატებით ვერავინ დაესხმება თავს“, - განაცხადა პრემიერმა.