პროფესიულ მარშებს რაც შეეხება, შეგიძლიათ, გადაახვიოთ, ნახოთ „მაიდანი“, 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანები ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
„პროფესიულ მარშებს რაც შეეხება, შეგიძლიათ, გადაახვიოთ, ნახოთ „მაიდანი“, 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალული, მეტყველებს, რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და, ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რათა დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.