დარწმუნებული ვარ, ჰერჩინსკის უნდა ევროკავშირის ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, „დიფ-სთეითი“ არ აძლევს ამის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხად

„პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, იმუშაოს როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, „დიფ სთეითი“ არ აძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერმა.