პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან, თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.