რაც შეეხება ჩანაწერს, აქ კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რეალურად რა იყო გეგმა, მიზანი, რა იგეგმებოდა იგივე ბაკურიანის შეხვედრაზე. ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო, ბუნებრივია გუშინ და გუშინწინ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, თუ როგორ უნდა შეჭრილიყვნენ აქციის მონაწილეები პარლამენტში.

„რაც შეეხება ჩანაწერს, აქ კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რეალურად რა იყო გეგმა, მიზანი, რა იგეგმებოდა იგივე ბაკურიანის შეხვედრაზე. ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო, ბუნებრივია გუშინ და გუშინწინ. რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს განახორციელებენ. ბუნებრივია, ეს ასე იქნება, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ გარკვეული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ამას არ დავუშვებდით, თუმცა მათი ბუნება ესაა. მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად გაწირონ, ნებისმიერ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე. არაფერს მოერიდებიან ისინი, ესაა მათი ბუნება. ასეთი იყვნენ ისინი ხელისუფლებაში, თავის დროზე, 2012 წლამდე, ვგულისხმობ, „ნაცმოძრაობას“ და დღესაც ესაა მათი ბუნება. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს. მაგალითად, მათ გაწირეს ის ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რაც არის მთელი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი - ესაა მათი ბუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცველმა სტრუქტურებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს. მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა შეიჭრან აქციის მონაწილეები პარლამენტში. ვიდეოში ფიგურირებენ გიგა მაქარაშვილი, აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე.