არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე მართული და პარტიულად ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე.
არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს. აქაც ნული გულწრფელობა, არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც მეოთხედ ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში, აბ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.