"ლელო" აბსოლუტურად განწირულია იმისთვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ შეუერთდეს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი ასეთ მცირე შეერთებებს არ აქვს. მე მგონია, რომ „ლელო“ არის აბსოლუტურად განწირული იმისათვის, რომ ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს"