გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია...ეს ხუმრობით. სერიოზულად კი ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად“.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათ შორის იმ ადამიანების ინტერესშია, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.
„გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია....ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს. მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის: "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა გიორგიუ ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.