შარშან მანდატების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც ოპოზიცია შესაბამის განცხადებებს გააკეთებს.
„მანდატების შეწყვეტას რაც შეეხება, ეს არის ოპოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, შარშან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჯერჯერობით არ გვქონია მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განცხადებებს და შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.