ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არამარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.