"ნაცმოძრაობის წარმომადგენლები სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას, არა მარტო სახელმწიფოს, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"„პირდაპირ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი, ეს დამატებითი თანხებია, რაზედაც დღეს არის საუბარი, თორემ ასეთივე ფაქტები არის ასახული იმ საქმეში, რომელსაც ეს რადიკალური ოპოზიცია უწოდებს პიჯაკების საქმეს. რა შუაშია პიჯაკები? ადამიანს ჰქონდა ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული, როგორც ამბობენ ხოლმე უხეშად, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობაზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი