ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია, ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი საბოლოო მიზანია. ძალიან ხშირად ვეუბნებით ქართველ ხალხსა და სხვა დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის: ყველა შესაბამის ვალდებულებას ვასრულებთ რაც მაგალითად, ასოცირების დღის წესრიგიდან ან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან მომდინარეობს. ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენი საბოლოო ამბიციური მიზანია ევროკავშირში გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.