„ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ის პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს. ათასობით სააკაშვილის მიერ ნაწამებ დაჩაგრულ ადამიანებს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და ჩვენი რეაქცია იქნება ადეკვატური, პროპორციული. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ. მაგალითისთვის - ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, ოჯახმა და არა სხვამ. სხვა არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ოჯახმა ჩამოიყვანოს, თუ უნდათ, რომ უმკურნალონ ადგილზე, პრობლემა არ არის. ნულია პრობლემა. ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნით. მაგრამ არა ისე, რომ მათ არც ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები, არც ჩვენი ინსტიტუტები, ასე არ გამოვა. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ. ჩვენ ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობა და კულტურა და იდენტობა და არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.