2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცენდენტო 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა, ჩვენ არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები! რა თქმა უნდა,  ეს არის ნამდვილი პატრიოტი და მებრძოლი კაცის, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება! ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა! იქნება სტაბილურობა და განვითარება!  ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ~„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ისევ ის ბოროტი ძალა ვინც ამხელა უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს. ომის გარდა გახსოვთ რა დრო იყო, შიში, ტერორი, უსამართლობა, ხალხის ჩაგვრა, მკვლელობები, პატიმრების წამება და გაუპატიურება, არც თავისუფალი მედია, არც სამართალი არ არსებობდა, ბიზნესის ტერორი მიმდინარეობა და იყო სრული განუკითხაობა  და მაინტერესებს, მაშინ რატომ არ ჩადიოდა ეკა გიგაური, ლომჯარია ან საბანაძე და სხვა აგენტები და რატომ არ ჰყვებოდნენ ხალხის ჩაგვრაზე ამერიკის კონგრესში, მაშინ რატომ არ იძახდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდებაო? დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი არ იყო ქვეყანაში და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ... ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის რომ ყველაზე ანტიდემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას.

დღეს ეს ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი  გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტი-ევროპულს და ანტი-დემოკრატიულს აკეთებდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით. ამიტომ, მინდა მათ მივმართო ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში!

თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ,  გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული... დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათა შორის, გახსოვთ ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგ, რითაც მიაყენა შეურაცხყიფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.