„ცხადზე ცხადია, რომ უკრაინის გამარჯვება არის გეოპოლიტიკური ფანჯარა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ერისთვის. ამიტომაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ზელენსკის ძალიან კარგად ესმის თუ რა ისტორიული ფანჯარაა ეს საქართველოსთვის და მოლდოვისთვის. ეს არ ესმის მხოლოდ პუტინის გოშიებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ყველა ადამიანისთვის, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნების თავისუფლებისთვის ამ რეგიონში და იბრძვის რუსული იმპერიის, პუტინის წინააღმდეგ, ცხადზე ცხადია, რომ უკრაინის გამარჯვება არის გეოპოლიტიკური ფანჯარა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ერისთვის. ამიტომაც არის, რომ უკვე ათწლეულებია და უფრო მეტიც არის, რომ უკრაინელები და ქართველები ომობენ ერთმანეთის ომებში რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ისეთი გლობალური შანსი, როგორიც დღეს გამოჩნდა, როდესაც მთელი დასავლური სამყარო არის ჩართული და ეხმარება მაქსიმალურად უკრაინას და არის სამართლებრივ-პოლიტიკური დახმარების უმაღლესი ხარისხი, შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში დაფიქსირებული, ეს უკვე არის ისტორიული ფანჯარა, თორემ აქამდეც იყო შემთხვევები უნაუნსოს ბატალიონის მებრძოლები იბრძოდნენ საქართველოში, ქართველები იბრძოდნენ უკრაინაში და ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მეტი ქართველი სამწუხაროდ სწორედაც რომ უკრაინაში დაწყებული ბარბაროსული ომის შედეგად უცხოელებს შორის ქართველები დაიღუპნენ, მაგრამ ახლა ეს არის გადამწყვეტი მომენტი მთელი რეგიონისთვის, რატომ- იმიტომ რომ რუსული იმპერიის ამბიციები რეგიონში აღსრულდება თუ არ აღსრულდება წყდება უკრაინაში. ამიტომაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ზელენსკის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის თუ რა ისტორიული ფანჯარაა ეს საქართველოსთვის და მოლდოვისთვის. არ ესმის ეს მხოლოდ პუტინის გოშიებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან.“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ფავლენიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.