„რუსეთის ტერორისტული რეჟიმის პრიზმაში უყურებენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს "რუსული ოცნების" წარმომადგენლები. ამიტომაც არის, რომ ზახაროვას განცხადებები იდენტურია ხოლმე კობახიძის განცხადებების.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„რუსეთის ტერორისტული რეჟიმის პრიზმაში უყურებენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს "რუსული ოცნების" წარმომადგენლები. ამიტომაც არის, რომ ზახაროვას განცხადებები იდენტურია ხოლმე კობახიძის განცხადებების და როგორც კრემლის ჰყავს საშინაო სპიკერები - პესკოვი, ზახაროვას სახით, ისე საგარეო სპიკერები, თუნდაც ღარიბაშვილის, კობახიძის სახით და ამის გამო არის, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე საერთაშორისო პრესაში ამ ადამიანებს მოიხსენიებენ, როგორც „პუტინის თუთიყუშებს“,პუტინის და კრემლის ნარატივის განმხოვანებლებს არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ეროვნულ პროტესტზე, რუსეთის წინააღმდეგ, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომზე, ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე ყველა ძირითადი პროპაგანდისტული ხაზი ემთხვევა, ემთხვევა კი არა შეიძლება, ამიტომაც ვამბობ პირდაპირ, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ამიტომაც არის კრემლიდან მართული რეჟიმი.“- ასე გამოეხმაურა ირაკლი ფავლენიშვილი მარია ზახაროვას განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ შეკვეთილ ანტირუსულ აქციებს საქართველოს მოსახლეობა მხარს არ უჭერს