ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველო მხარს უჭერდა, უჭერს და ყოველთვის დაუჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, მსგავსი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და გაუმართლებელია. უკრაინის ხელისუფლება უნდა ცდილობდეს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და პარტნიორი შემოიკრიბოს და მის ნაბიჯები არ უნდა იყოს ორიენტირებული პარტნიორების დაკარგვაზე. რაც შეეხება მიზეზებს და სააკაშვილის ფაქტორს, სააკაშვილის მძევალი არ უნდა იყოს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები“, - განაცხადა ბერაიამ.