გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელინა ვალტონენთან.


შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

დადებითი შეფასება მიეცა სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და ამ მხრივ არსებული ფორმატების ეფექტურ  გამოყენებას.

აღინიშნა მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს ძალისხმევა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ და ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რაც ამ მოკლე პერიოდში განხორციელდა.

აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის მიერ სათანადოდ შეფასდება საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით.