მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, გირჩის“ ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამეს აპირებდა მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო.
"თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მგონია, რომ რასაც არ უნდა ვურჩევდეთ, ეს უნდა იყოს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ. თუ ამ პოზიციაზე დგახარ, რომ პრეზიდენტებს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ შენც იყავი პრეზიდენტი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.