პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩამ ქართულ მედიას იდიოტები უწოდა.
„მინდა ვუთხრა ქართულ მედიას, იმედია ეს ჩანაწერი გარეთ მოხვდება. თქვენ ხართ იდიოტები! ქართულო მედიავ! იქიდან გამომდინარე რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ, აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით... ვერ ხვდებით, რომ ხვალ გაგითიშავენ მაუწყებლობას იმიტომ, რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონებათ" - ასე მიმართა იაგო ხვიჩიამ ქართულ მედიას, რომელიც მისი აზრით "მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე ინტერესს არ გამოხატავს.