„ქართული ოცნების“ არაადეკვატურ ნაბიჯზე პრეზიდენტის პოზიცია ადეკვატური იყო. მისი მხრიდან მორალურად გამართლებული პოზიციაა, რომ სადაც საჭიროა, იქ იქნება, თუ ეს საქართველოს ინტერესებს სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„იმპიჩმენტს ექნება თუ არა გასაქანი? გააჩნია, მმართველი გუნდი რამდენს გადაიხდის. ცოტა ხნის წინ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე სიურპრიზები ვნახეთ. ცოტა მეტი რომ გადაიხადონ, ამ სიურპრიზებს შეიძლება, ველოდოთ. გამორიცხვა არაფრის შეიძლება. „ქართული ოცნება“ თუ მეტს გადაუხდის, იმპიჩმენტი იქნება. გამოცდილება აჩვენებს, როცა რაღაცას ძალიან მოიდომებენ, ხალხი ყოველთვის აღმოჩნდება მეგობარი პარტიიდან, ვინც წაეშველება ხოლმე. იმპიჩმენტის მხარდაჭერა რა ღირს? გააჩნია, რა უღირთ. ფასები არ ვიცი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.