ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაღაც ეტაპამდე ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა რაღაც ეტაპზე, მჯერა, რომ ორივე მხარე სტატუსის მიღებისთვისაც მონდომებული იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ერთმანეთისთვის რაღაცების გადაბრალებას შიდა პოლიტიკურ ბრძოლად შევაფასებდი, ვიდრე საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, რომელიმე მხარე ასი პროცენტით წინააღმდეგი იყო, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ბევრი ჭორ-მართალი მოვისმინეთ. მჯერა, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მოწადინებული არ იყო, რომ ეს პროექტი ჩავარდნილიყო. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ადამიანებს ვამჩნევ, ვინც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. რომ ვთქვა, ესენი დაკავებული არიან მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაზიანებით და არა საკუთარი ეგოისტური მოსაზრებების განხორციელებით, ამაზე თავს ვერ დავდებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.