"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას მმართველი გუნდის "მშვიდობიან დამხობაზე", არა ჭკვიანური გადაწყვეტილებას უწოდებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია.
"არა ჭკვიანური გადაწყვეტილება მგონია ეს კამპანია, თან იმის ფონზე, რომ ამას შეეწირება თბილისის მერის არჩევნები, სადაც ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთად დამდგარიყო. ყველაფერი მოგონილია და Fake-ია, ოღონდ, ისევ ძალაში რომ იყო საარჩევნოდ ეს ბრძოლა, ამ Fake-ზე მიდის ორივე მხარე. ერთი, რევოლუციას აყალბებს, მეორე, საგამოძიებო ინსტიტუციას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში - ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ