ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა მგონია საკმაოდ ვადაგასული ამბავია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამგანაცხადა, რითაც „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.
„მგონია, „ლელო“ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას არც უნდა, მაგათ უნდათ პოლიტიკიდან ღირსეული წასვლა და ამისთვის ემზადებიან. „ლელოს“ პოლიტიკოსები აკლია. ვინც არიან „ლელოს“ რეალური ლიდერები, ისინი პოლიტიკაში მგონია რომ გასართობად არიან, ბევრი ფული აქვთ და საკუთარ გართობაში ფულს იხდიან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.