"ქართული ოცნება", ამომრჩეველთა დიდი ნაწილის აზრით, მართლა აკეთებს კარგ საქმეს და ჩემი აზრითაც, რაღაც თვალსაზრისით, რომ ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით და ვერ გავუმკლავდებოდით თავის დროზე "ნაცების" იმ რაღაცას, რაც ჰქონდათ ატეხილი და ახლაც ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ივანიშვილი თან წავიდა, მაგრამ თან სულ სუფევს ჩვენს შორის „ქართული ოცნების“ სახით და როცა „ქართულ ოცნებას“ ვუყურებთ, ვუსმენთ, მათგან გამოსჭვივის მისი სახე. ჩვენთან არის, თან მაღლა, ასეთი ნარატივი აირჩია, არ არის ამომრჩეველთან პირდაპირ, ამომრჩეველი არ არის იმის ღირსი, რომ მე პირდაპირ ველაპარაკო, აგერ არის ხალხი მოლაპარაკე, მე ვარსებობ დ ამისთვის იყოს მადლობელი ამომრჩეველი, მე არ ვუშვებ „ნაცებს“ სამაგიეროდ, მე კარგ საქმესაც ვაკეთებ, ანუ "ქართული ოცნება", ამომრჩეველთა დიდი ნაწილის აზრით, მართლა აკეთებს კარგ საქმეს და ჩემი აზრითაც, რაღაც თვალსაზრისით, რომ ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით და ვერ გავუმკლავდებოდით თავის დროზე " ნაცების" იმ რაღაცას, რაც ჰქონდათ ატეხილი და ახლაც ვერ გავუმკლავდებით, ანუ საჭირო არიან ისინი"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.