ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა: 

"მე ამას არ ვეთანხმები[ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში რომ არ უნდა მოგცენ კანდიდატის სტატუსი]. ამის არგუმენტი ის არის, რომ ამითი გაშიშვლდება "ქართული ოცნების" რეჟიმი, რადგან მიუხედავად იმისა რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყო ყველა, რომ ჩვენთვის სტატუსი მოეცათ, "ქართული ოცნების" არასწორი ქმედებების გამო ეს ვერ მივიღეთ და ამის გამო ხალხი გულწრფელად გაღიზიანებული იქნება და სურთ ეს გამოიყენონ. მაგრამ ამას აქვს რისკები რომ შენ აღმოჩნდე რუსეთის ხახაში, რადგან შენ ყველა შემოგხედავს ისე, რომ თითქოს შენ ყველა გიყურებს არა როგორც ევროპის ნაწილს, არამედ რაღაცას, რაც პუტინს მიუგდეს. ამ რეალობაში კი, რა მიზანსაც ეს ემსახურება, უფრო გაჭირდება მიღწევა.

ახლა არის კარი გახსნილი, როცა შენ შეგიძლია სხვებს შეყვე, მაგრამ თუ ამ შანსს გაუშვებ, ისეთი ქვეყნისთვის მითუმეტეს რომელიც რუსეთს მიაღობეს, რთულია მერე ამ იდეების გატანა, გამარჯვება და იმ შანსის გაჩენა ისევ, თან შენზე რომელიც არაა დამოკიდებული, შეიძლება დიდი ხანი იყო კიდევ და ის კარი აღარ გაიღოს. ამიტომ ახლა იმის გულშემატკივრობა, რომ არ მიგვიღონ, ჩემი აზრით არარაციონალურია. პოლიტიკური პარტიები არსებობს, რომელსაც ეს პოზიცია აქვს. მე რომ მავნებლობა მგონია ეს პოზიცია, მაგიტომ არ ვუჭერ მხარს. "ევროპული საქართველო" ღიად აცხადებს, რომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი, ეს მათი პოლიტიკური პოზიციაა. ჩემი აზრით ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ქოცები მაინც ჩვენი მოსაშორებელია, ეს არ შეიძლება იყოს სხვისი ამოცანა, ფიზიკურად. ხალხს უნდა ვუხსნიდეთ რომ რაღაც თვალსაზრისით, ეს ბოლოა რაც მოგვცეს ქოცების ხელში"