ოპოზიციას აქვს, სულ მცირე  სამი უფრო პოპულარული არხი, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სამივეზე განსხვავებული აზრის, იმაზე უარესი ბლოკადაა მოწყობილი ვიდრე ოდესმე ყოფილა ვასილ მაღლაფერიძის პირობებში. - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

"(კომუნისტების დროს რა იყო არ ვიცი)
ეს ხალხი ვის ეთერში საჯდომადაც იყო ბრძოლა, ისედაც სულ ეთერებში ზიან და არაფერს ამბობენ. 
ახლაც დასვეს საზმაუზე და რა? რას ამბობენ ისეთს რასაც ნაც მედიაში ვერ ილაპარაკებდნენ?
ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა?

 არ სჯობს საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნათ და ლაპარაკის დაწყება მოსთხოვოთ მოწვეულ სტუმრებს?
ნაცვლად იმისა, რომ შევარდეთ და, რაც თქვენთან გაქვთ იმნაირი უაზრო კონცერტი მოაწყოთ საზმაუზეც." - წერს იაგო ხვიჩია "ფეისბუკზე". 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა - პირდაპირი ეთერი თავად დემონტრანტების მიერ შერჩეულ პირებს რიგ-რიგობით დაეთმობა